GE

მე-12 კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ: გაცდენები სასწავლო წლის ბოლო დღემდე დაითვლება!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების პრაქტიკაც, რომელიც 2012-2013 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა.

მართალია სამინისტროში გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად განმარტეს რას ნიშნავს წელს მე-12 კლასელთათვის თავისუფალი დასწრების გაუქმება, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე მაინც გაურკვევლობაშია.

მათი კითხვები ასე ჟღერს: “არები დაიწერება სკოლაში მაისის თქვეში?”; “ჯერ ჩემი გაცდენების რაოდენობას 30%-ისთვის არ გადაუჭარბებია და რამდენიმე არა დამრჩა ერთ საგანში, ხომ შეიძლება სკოლაში არ მივიდე? თუ დამიწერენ არას და ჩამაბარებიბინებენ ექსტერნს?”; “აპრილის მერე სკოლაში აღარ უნდა ვიარო და ხომ შემიძლია გაცდენა?”

ასეთი კითხვების სიმრავლის გამო, EDU.ARIS.GE-მ კიდევ ერთხელ განამარტინა განათლების სამინისტროს საკითხის არსი:

„განათლების სამინიტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს 20 მაისის ჩათვლით, ანუ სასწავლო წლის დასრულებამდე, გაცდენები შესაბამისად აესახებათ ჟურნალში და 30 პროცენტზე და მეტი გაცდენის გამო, მათ ავტომატურად მოუწევთ ექსტერნების ჩაბარება. გაცდენები (არები) დაითვლება სასწავლო წლის ბოლო დღემდე,“- განაცხადეს სამინისტროში.

არების დათვლა ნიშნავს იმას, რომ სკოლის ჟურნალში გაკვეთილების გამცდენ მოსწავლეს არებს აუცილებლად დაუწერენ და წლის ბოლოს მათი დაჯამება მოხდება, თუკი არების რაოდენობა ერთი რომელიმე საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ს გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს, მოსწავლე გაცდენების ექსტერნ გამოცდას ამ კონკრეტულ საგანში ჩააბარებს. როგორც ცნობილია, წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. ამ გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ, ელექტრონულად განხორციელდება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური