GE

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

ის რასაც არაერთი თქვენგანი ელოდა, იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო.

”იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019” 17 მარტს 11:00 საათზე საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული) გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ზოგადი უნარების ტესტი შედგება 60 შეკითხვისგან (30 ვერბალური, 30 მათემატიკური) და მის ამოსახსნელად მოსწავლეს 2 საათი აქვს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან iPad-ით, სმარტფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, IBSU-ს 100%-იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური