GE

მე სხვა მინისტრი მინდა (ბლოგი)

რასაკვირველია,  სასურველის რეალობად გასაღება  რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ შეგიძლია, მაგრამ განათლება ჩვენთან ეროვნულ იდეასთან ახლოს არ არის. ძალიან ლამაზი და კარგი სლოგანია – მაგრამ, არ არის.

არც არასოდეს გახდება ბატონი ბატიაშვილის ხელში. საკუთარ ჭურში მცხოვრები ბატიაშვილი იდეის გამტარებელი არ არის. იდეის გატარებას განწყობის შექმნა უნდა. განწყობა და ბატიაშვილი კი თავსებადი არ არის.

განათლების განვითარების გეგმა ზუსტად ერთი წლის თავზეც არ გაჩნდა.  მხოლოდ ერთ ბგერაზე რეფრენივით არაფერზე ზუზუნი  გვესმის, რომელიც ჯერ გასდის, სხვებს აჯერებს – რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც უკეთესს შექმნის ვიდრე დღეს არის.

რის ხარჯზე და რა ხარჯით?

მე სხვა მინისტრი მინდა.

 

ავტორი: დავით ჯაფარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm