GE

მე–11 კლასის ფიზიკის საატესტატო გამოცდაში მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

მე–11 კლასელთა საატესტატო გამოცდები გრძელდება. დღეს მოსწავლეებმა გამოცდა ფიზიკაში ჩააბარეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მოსწავლეთა 85%–მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. მინიმალური ბარიერი 5,5 კი 15%–მა ვერ გადალახა. მათ გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა მე–12 კლასის დასრულების შემდეგ ექნებათ.

მე–11 კლასის საატესტატო გამოცდები ხვალ ქიმიის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს საგნების მიმხედვით, ასე გამოიყურება:

გეოგრაფია წარმატებით ჩააბარა მოსწავლეთა 98%–ზე მეტმა.

ბიოლოგიის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 95,5%–მა.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური