GE

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში აშშ-ის და საქართველოს შეთანხმება 10 წლით გახანგრძლივდა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ს და საქართველოს შეთანხმება 10 წლით გახანგრძლივდა. ცვლილების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გამოქვეყნდა.

საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის, 2009 წლის 6 აგვისტოს, თბილისში ხელი მოეწერა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ვადა 2019 წლის 5 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მისი ვადა 10 წლით გაგრძელდა.

შესაბამის ოქმს ხელს აწერენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხელ ჩხენკელი და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

შეთანხმების ტექსტის თანახმად, თითოეულ მხარეს ექნება უფლებამოსილება მსოფლიო მასშტაბით მოქმედ, არაექსკლუზიურ, შეუქცევად, უსასყიდლო ლიცენზიაზე, რათა თარგმნოს, აწარმოოს და საჯაროდ გაავრცელოს მონოგრაფიები, სამეცნიერო და ტექნიკური ჟურნალების სტატიები, ანგარიშები და წიგნები, რომლებიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის შედეგად. საავტორო უფლებით დაცული ნაშრომის ყველა საჯაროდ გავრცელებული ასლი უნდა მიუთითებდეს ნაშრომის ავტორების სახელებს, თუ ავტორი პირდაპირ არ იტყვის უარს სახელის მითითებაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური