GE

მეცნიერული კარიერა: გერმანული სასწავლებლების რეიტინგი

რომელ გერმანულ სასწავლებელზე ამყარებენ იმედებს სწავლის მსურველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან? როგორ არის დამოკიდებული არჩევანი სამეცნიერო საქმიანობის სფეროზე? ამ პროცესზე დაკვირვებას ჰუმბოლდტის ფონდი აწარმოებს.

გერმანიაში ახალგაზრდა სპეციალისტებში, ვისაც ახალი აღმოჩენები სწყურიათ, მეცნიერების სფეროების მიმართ დაინტერესება იზრდება. ამას მოწმობს გერმანული სამეცნიერო სასწავლებლების პოპულარული რეიტინგის ჩამონათვალი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის (Alexander von Humboldt – Stiftung) სახელობის ფონდი, რაც ემყარება მონაცემებს იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტებს ირჩევენ ამ ორგანიზაციის სტიპენდიანტები გერმანიაში სასწავლებლად ჩამოსვლის დროს. საუბარია წამყვან სამეცნიერო კადრებზე, რომელიც მიედინება გერმანიაში მთელი მსოფლიოდან.

ბოლო წლების მანძილზე ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან ჩასული ახალგაზრდა მეცნიერების არჩევანი თითქმის არ შეცვლილა, აცხადებს ფონდის საკომუნიკაციო განყოფილების ხელმძღვანელი გეორგ შოლი (Georg Scholl). სტიპენდიანტთა უმრავლესობა ირჩევს სასწავლებელს, როგორც სამეცნიერო შრომის არენას, და მხოლოდ მეოთხედი – სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი აცნობს მათ გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობის მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციას, ისინი – ”ჰუმბოლდტელები” გადაწყვეტილებას თავად იღებენ. ამიტომ, რეიტინგი მეტნაკლებად საიმედო მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს სასწავლებლების რეპუტაციის საერთაშორისო კონტექსტში შეფასებისას.

ფავორიტთა ჩამონათვალი

მაინც რომელ სასწავლებლებს ირჩევენ მეცნიერების კორიფეები გერმანიაში? 2012 წლის რეიტინგში აბსოლიტურ ფავორიტებად გვევლინებიან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (Freie Universität Berlin) და ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (Humboldt-Universität Berlin). მესამე საფეხურზე დგას მიუნჰენის ლუდვიგისა და მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (Ludwig-Maximilians-Universität München). ამასთან აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის უნივერსიტეტის სასარგებლოდ არჩევანი ორჯერ მეტია.

”ჰუმბოლდტელები” მთელი მსოფლიოდან

ასე გამოიყურება სიტუაცია მთლიანობაში. თუკი გადავხედავთ ცალკეულ სამეცნიერო დისციპლინებს, აქ მეცნიერების არჩევანი შედარებით სხვაგვარია. ჰუმანიტარები, როგორც წესი ირჩევენ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს და ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტს, ასევე ფრაიბურგის უნივერსიტეტს. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, პოტსდამის უნივერსიტეტში (Universität Potsdam) და კაიზერსლაუტენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TU Kaiserslautern) ხშირად შეხვდებით უცხოელ მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში. საბუნებისმეტყველო სფეროს წარმომადგენლებისთვის გაცილებით მისაღებია რეგენსბურგის უნივერსიტეტი (Universität Regensburg), ასევე მიუნჰენის ლუდვიგისა და მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (Ludwig-Maximilians-Universität München) და ბილეფელდის უნივერსიტეტი (Universität Bielefeld).

საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროს ახალგაზრდა მეცნიერები არჩევანს აკეთებენ გოტინგენის (Universität Göttingen), მიუნსტერის (Universität Münster) და დედაქალაქში არსებულ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებზე.
ერთ-ერთი ფავორიტია: ბერლინის ალექსანდრე ვონ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი.

სამეცნიერო-კვლევითი სფეროს არასაუნივერსიტეტო ცენტრებიდან ”ჰუმბოლდტელების” უმრავლესობა ირჩევს მაქს პლანკის სახელობის საზოგადოების ინსტიტუტებს (Max-Planck-Gesellschaft).

2007 -2011 წლებში 6000-ზე მეტი ნიჭიერი მეცნიერი გახდა ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მონაწილე და გერმანიაში სტაჟირების გავლის საშუალება მიიღეს. ამ პროგრამამ მათ საშუალება მისცა განეხორციელებინათ თავიანთი პროექტები და დაემყარებინათ კავშირები, გაეზიარებინათ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კოლეგებისთვის.

გეორგ შოლის განცხადებით, წარმოდგენილ მიმართულებებთან ერთად აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია ქიმიის, ბიოლოგიის ფიზიკის და მათემატიკის შესწავლა. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ სპეციალისტები ცდილობენ მიღებული ცოდნის სამშობლოში დანერგვას, რისთვისაც აგრძელებენ კვლევით საქმიანობას. სასწავლებლები თავის მხრივ დახმარებას უწევენ მათ შეინარჩუნონ კავშირები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კოლეგებთან.

რამდენად კარგად ართმევენ თავს ისინი ამ ამოცანას? არც ეს ასპექტია ყურადღების მიღმა. ნაწილობრივ, 2012 წელს ჰუმბოლდტის ფონდმა დამამათავრებელი კურსის სტიპენდიანტებს შორის ჩაატარა კონკურსი ყველაზე ეფექტური ნაშრომის გამოსავლენად (Forscher-Alumni deutscher Universitäten).
გაიმარჯვეს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, კიოლნის უნივერსიტეტის და მიუნჰენის უნივერსიტეტის პროექტებმა.
ეს სასწავლებლები მეტ აქტივობას ავლენენ აკადემიური გაცვლებისას, რისთვისაც ორგანიზებას უკეთებენ სემინარებს და კონსულტაციებს უცხოელი მეცნიერებისთვის.

წყარო: http://www.dw.de

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური