GE

მედიცინის სტუდენტებს არადისტანციურად სწავლისას ვაქცინაციის ცნობა ან კვირაში ერთხელ PCR ტესტის ჩატარდება დასჭირდებათ

მედიცინის სტუდენტებს პრაქტიკული სწავლებისას ვაქცინაციის ცნობა ან კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის ჩატარდება დასჭირდებათ – აღნიშნულის შესახებ საკოორიდნაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს, 13 სექტემბერს განაცხადა.

,,სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების. პრაქტიკუოლ ნაწილს გადიან  არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში  ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოროვნავირუსის ცნობა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სამედიცინო პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები დასწრებული ფორმატით ჩატარდებდებოდა თუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ორჯერადად აცრილები იქნებოდნენ.

ამავე თემაზე:

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება

გვჭირდება თუ არა მომავალი ექიმი, რომელიც კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური