GE

„მეორე მსოფლიო ომზე თითქმის არაფერი მოსულა“ – აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აფასებენ

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები დღეს ისტორიის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის ისტორიის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადებულა, ხოლო ქვეყნის მასტაბით 6 აპლიკანტი მოიხსნა გამოცდიდან დაგვიანების გამო.

როგორც ისტორიის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.EG-სთან საუბრისას აღნიშნავენ, გამოცდა რთული არ იყო და თითქმის ყველა ეპოქას მოიცავდა.

“29 კითხვაა, რომელზე პასუხიც დამოუკიდებლად უნდა გასცე. დანარჩენი მოცემული წყაროებიდან ანალიზი და კარიკატურაზე დასმული კითხვებზე პასუხია. კარიკატურაზე გამოსახული იყო ამერიკის დროშა და პოლიტიკოსი და ომი და გეუბნებოდნენ რომ ამერიკის მე-19 საუკუნის ერთ-ერაი მნიშვნელოვანი მოვლანა იყო გამოსახული. კითხვები იყო – ვინ იყო სურათზე გამოსახული პიროვნება; რომელი ომი იყო გამოსახული და ა.შ. ილუსტრაციიდან სულ 4 კითხვას გისვამენ. ასევე კითხვები იყო ნოე ჟორდანიაზე, რუსეთზეც იყო რაღაც კითხვები, ასევე მიშათა და სოციალურ დემოკრატთა პარტიაზე იყო კითხვები. ძირითადი კითხვები კონტექსტიდან გამომდინარე იყო და ნამდვილად არ გამჭირვებია”,- გვითხრა 177-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

აბიტურიენტების თქმით, კითხვები მოვიდა ეგვიპტის, ამერიკის, საქართველოსა და რუსეთის შესახებ.

“ოსმალეთზე შემხვდა კითხვები, ასევე აღმაშენებლის მიერ ყივჩაღების ჩამოსახლებაზე, ასევე ნოე ჟორდანიას კარიკატურა იყო და გეკითხებოდნენ რომელი პარტიის წევრი იყო. მეორე კარიკატურა მეეჭვება ცოტა, ამერიკა იყო გამოსახული მგონი სამოქალაქო ომი, ზუსტად არ ვარ დარწმუნებული. ასევე მოსული იყო 1625-1626 წლები იყო მოსული და გეკითხებოდნენ ვისი პერიოდი იყო ამ დროს საქართველოშიო და სააკაძის ხანა იყო. ასევე ეგვიპტიდან იყო მოსული კითხვები ახეტატონი რატომ გახდა დედაქალაქიო და რელიგიის გამო იყო სწორი პასუხი”,- გვითხრა აპლიკანტმა.

გამოცდის სიმარტივეზე საუბრობენ 173-ე საგამოცდო ცენტრის აპლიკანტებიც. ერთ-ერთმა მათგანმა გამოცდაზე მოსული საკითხები დეტალურად გაგვაცნო.

“მონობის მომხრე და მოწინააღმდეგე ვინ იყოო, მართალია ლინკოლმა გაიმარჯვა მაგრამ მერე მაინც მოკლეს. ნახატი იყო ლინკოლნის და უნდა დაგეწერა ვინ იყო, ტესტები იყო ძაან მარტივი, ყველა ეპოქაზე იყო, მეორე მსოფლიო ომზე პრაქტიკულად არაფერი მოსულა კითხვა. რუკაზე იყო კიდე მოცემული სამთავრობოებად რომ იშლებოდა საქართველო და უნდა დაგეწერა რომელი საუკუნე იყო და მე-17 საუკუნე დავწერე. ასევე კითხვა იყი რომელი ტერიტორია მოგვპარა ოსმალეთმაო და სამცხე იყო სწორი პასუხი. პირველ მსოფლიო ომზე იყო კიდე არგუმენტი უნდა დაგეწერა 1920 წელს უნდა შესულიყო თუ არა საქართველო ერთა ლიგაში და მომხრე იყავი თუ მოწინააღმდეგე და რატომ ეს უნდა დაგეწერა. ტექსტი იყო “ბედი ქართლისადან” მოსული და უმარტივესი იყო, რადგან დავით აღმაშენებელზე იყო რა გააკეთა რა რეფორმები გაატარა და ა.შ. ასევე მეჭურჭლეთუხუცესი რა თანამდებობა იყოო მაგას გვეკითხებოდნენ და მეფის მერე პირველი კაცი რომ იყო ეგ უნდა დაგეწერა”,- გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური