მესამე საჯარო სკოლაში ნაღმს ეძებენ
რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც სკოლის დირექტორი ბექა შათირიშვილი აცხადებს, სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ 112-ში დაირეკა. ანონიმურ პირს არ დაუკონკრეტებია თუ სად მდებარეობს ნაღმი.
სკოლა განგაშის ზარის განხორციელების შემდეგ რამდენიმე წუთში დაიცალა. ადგილზე ელოდებიან გამნაღმველებს.
სკოლის გარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილზებული. შენობას უკვე შემოავლეს ყვითელი ლენტი.
მესამე სკოლაში არსებული ვითარების ამსახველი კადრები პირველმა www.inforustavi.ge-მ გაავრცელა.
რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა
ეკა არის© წივწივაძე