„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 2 აგვისტოს განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის, არსებითად, არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში.
„გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია. იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ, არსებითად, არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია მესამე სემესტრიდან დაფინანსების შემცირება, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის მოტივაციის გაზრდა სტუდენტებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე თემაზე:
-
ეს სიახლეები დახვდებათ მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში – გივი მიქანაძე
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებისთვის გამოცდებითა და გამოცდების გარეშე მისაღები სტუდენტების ახალი რაოდენობები განისაზღვრა – ირაკლი კობახიძის დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომელი პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება