GE

მეთორმეტე კლასელებმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მონაწილეობა მიეღოთ პროექტ „გახდი პოლიტიკოსი და დაიცავი ადამიანის უფლებები კანონით“ დასკვნით ღონისძიებაში.

პროექტი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული, მიზნად ისახავს მონაწილეთათვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაცნობას, მათ წახალისებას, გახდნენ საპარლამენტო საქმიანობის ნაწილი და რაც მთავარია, წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებაში.

პროექტის ყველა მონაწილემ გაიარა სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგ კურსი, რის შემდეგაც ისინი ჩაერთვნენ კანონშემოქმედებით პროცესში. თითოეულმა გუნდმა შეიმუშავა კანონპროექტი და დღეს, საფინალო ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე გამოიტანა, როგორც საკანონმდებლო წინადადება.

წარმოდგენილი ოთხი საკანონმდებლო ინიციატივიდან გამარჯვებული გახდა „ფრაქცია პროგრესული მოძრაობა“ პროექტით „ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური