GE

„მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას პირველი“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებული პრაქტიკაა, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს შეზღუდვების სულ ბოლო ეტაპზე და გაიხსნას პირველი.

ამის შესახებ მან მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე – როგორია ბავშვების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ რადგან ამ ჯგუფს ვირუსი შედარებით მარტივად გადააქვს, ინფიცირების მაჩვენებელიც დაბალია.

„ბავშვები, იცით, რომ შედარებით იოლად იტანენ ამას ყველაფერს, ამიტომ ბავშვებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. იგივე ითქმის სკოლების შემთხვევაში. სკოლების მხოლოდ 6-დან 8-10 პროცენტს არ სცილდება, სადაც გვქონდა შემთხვევები და რომლებიც გადავიდნენ ე.წ. ონლაინ დისტანციურ სწავლებაზე. ანუ რომ გითხრათ, სკოლებში ძალიან ფართო გავრცელებაა, არა. ეს ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას პირველი, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ, რომ სკოლები ნაკლებად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, როგორი ფორმატით ჩატარდება მაისში არდადეგები, ეს აპრილის ბოლო კვირაში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური