GE

მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის გამოყოფილი თანხა სასაცილო მინიმუმით გაიზარდა

200 ლარის ნაცვლად – 230, 16 ლარის ნაცვლად – 20, – „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილები შევიდა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა.

ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის სრულწლოვანი, ვისზეც მინდობილია ბავშვი, თვეში 200 ლარის ნაცვლად 230 ლარს მიიღებს. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის კი ეს თანხა თვეში 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა.

რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის ერთი კალენდარული დღის საფასური 16 ლარის ნაცვლად 20 ლარით განისაზღვრა. სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის კი ერთი კალენდარული დღის საფასურმა 5 ლარით მოიმატა და 30-ის ნაცვლად 35 ლარი გახდა.

გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის  ერთი კალენდარული დღე 35 ლარით არის შეფასებული. ასევე 35 ლარია გამოყოფილი ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის. აქამდე ამ თანხების რაოდენობა პირველ შემთხვევაში 20 ლარი იყო და მეორე შემთხვევაში -30.

აღნიშნულ დადგენილებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 იანვარს მოაწერა ხელი. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და  ვრცელდება 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური