GE

მინისტრის მოადგილე 2019 წლის აბიტურიენტებს მოუწოდებს – „ძალიან დაბალი აქტივობაა“

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ერთ კვირაზე მეტია დაიწყო, თუმცა აბიტურიენტების აქტივობა ამ ეტაპისთვის დაბალია. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, წელს სკოლას ამთავრებს 39 ათასი მოსწავლე, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოზარდები, რომლებმაც წინა წლებში დაასრულეს სკოლა და ასევე ისინიც, რომლებსაც ატესტატი არ ჰქონდათ. წელს მათაც შეეძლებათ გავიდნენ გამოცდებზე, თუმცა დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალია აქტივობა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 4000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაცია, ცხადია, ხდება ელექტრონულად, მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი, ბოლო წუთებში ნერვიულობაც იმატებს, შეიძლება ვერ მოასწრონ, არჩევაში შეცდომა მოუვიდეთ და ა.შ.“ – ამბობს მინისტრის მოადგილე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური