GE

მინისტრის მოადგილე: პირბადის ტარება არის ბრძოლის მთავარი იარაღი, რაც სკოლებმაც უნდა გაითვალისწინონ!

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში დღეს სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმში განახლდა. მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში დაიწყეს რეგიონის სკოლებმა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება, კონკრეტული სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დროულად აღდგეს სასწავლო პროცესი, რადგან დასწრებულად სწავლას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, პირბადის ტარება არის ბრძოლის მთავარი იარაღი, რაც სკოლებმაც უნდა გაითვალისწინონ.

„რაც შეეხება სკოლებს, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა, საკლასო ოთახზე მაქვს საუბარი, თორემ დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთი არ შეფერხებულა ეს პროცესი, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ამდენად, იმ სკოლებში სადაც დღეს აღდგა საკლასო ოთხში სწავლება მთავარი არის, ის რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა და სკოლები ამისთვის მომზადებულები არიან. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს პირბადე არის მაინც მთავარი ინსტრუმენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება, რეგიონებში კონკრეტული სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური