GE

მინისტრის მოადგილე: სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 150 სკოლა და 400-მდე კლასი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, 20 ოქტომბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურული და დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და კლასების ბოლო მონაცემები გაასაჯაროვა.

“150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ასევე, დაახლოებით 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი მაჩვენებელი და დაბალი პროცენტია.

“კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცებს შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ, საკლასო, სასწავლო რეჟმში. ჯამურად მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს (უცნობია ორჯერადად აცრილი თუ ერთჯერადად ავტ.). ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი, ზოგიერთ სკოლაში არის შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი მაჩვენებელი. თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს იყოს 80%-ზე მეტი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური