GE

მირიან მეგრელიშვილის საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა

7 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსის, მირიან მეგრელიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები”.

პრეზენტაციაზე სპიკერმა სისხლის სამართლის პოლიტიკის პრინციპებზე, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ საპროკურორო საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურის ახალ სტარტეგიასა და სამომავლო გეგმებზე, რაც გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ანალიტიკური მიმართულებების გაძლიერებასა და მწვანე ოფისის კონცეფციების დანერგვას გულისხმობს.

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი, საპროკურორო საქმიანობაში სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობას და ამ მიმართულებით სტაჟირების პრინციპებს დაეთმო.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური