GE

მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა

ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს მან მიხეილ გიორგაძის (კულტურის ყოფილი მინისტრის) ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ის კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ რომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ და კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური