GE

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა

მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ გააკეთა და ბატიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

EDU.ARIS.GE ბატიაშვილის მინისტრის პოსტიდან მოსალოდნელ წასვლაზე უკვე წერდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით.

“გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ოქტომბრის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილი პოსტზე აღარ იქნება“ – ვინ ჩაანაცვლებს განათლების მინისტრს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური