GE

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მან სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის მოადგილეები დღის ბოლოს წარუდგინა.

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად დარჩებიან ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.

მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ეყოლება. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში. მინისტრის მოადგილე გახდება ასევე ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

მიხეილ ჩხენკელმა ახლადწარდგენილ მოადგილეებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ახალ გუნდთან ერთად პოზიტიური დინამიკით გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური