GE

მიხეილ ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოსტი დაიკავოს

ახალი მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრად კი მიხეილ ბატიაშვილი დაასახელა.

დღევანდელი სამთავრობო ცვლილების ფონზე, ბევრს აინტერსებს გააგრძელებს თუ არა უკვე მთავრობის ახალი შენადგენლობის მიღმა დარჩენილი მინისტრები მუშაობას გაერთიანებულ სამინისტროებში. აღნიშნული კითხვა მიხეილ ჩხენკელის მიმართულებითაც ისმის.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ახალი შენადგენლობის მიღმა დარჩენილი მინისტრები მუშაობას კვლავ სახელისუფლებო გუნდში გააგრძელებენ. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კი, სავარადუდ, განათლების საკითხებში პრემიერის მამუკა ბახტაძის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად EDU.ARIS.GE ჩხენკელთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მან, ტრადიციულად, ჟურნალისტის ზარს არ უპასუხა.

რაც შეეხება კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, იგი განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უსწრაფეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური