GE

მიხეილ ჩხენკელს 1-ელ დეკემბერს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი 1-ელი დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოხსენებას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოისმენს.

ინფორმაცია 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

„უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. პირველ დეკემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მინისტრი “მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ასევე იხილეთ:

„თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური