GE

მობილობა IBSU-ში დაიწყო – რომელ სასწავლო პროგრამებზე აქვს დამატებითი წინაპირობები უნივერსიტეტს

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისის 12:00 სთ-დან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადაა 2017 წლის 23 აგვისტო.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 23-24-25 აგვისტო.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 23 აგვისტოს და გაგრძელდება 6 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)
  • ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3540 ლარს;
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
  • ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 4 კურსზე; სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 5100 ლარს;
  • ეკონომიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 და 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
  • ინფორმატიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
  • ინფორმატიკა ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4560 ლარს;
  • ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.
  • თურქული ფილოლოგია (თურქულენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.
  • განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2017 წლის 8 სექტემბერს შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2017 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა dmtchedlishvili@ibsu.edu.ge
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური