GE

მობილური აპლიკაციები მათემატიკური უნარების გასაუმჯობესებლად

ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის მათემატიკა არც თუ ისე საყვარელი საგანია. ამის მიზეზი შეიძლება უამრავი რამ იყოს, მათ შორის მოზარდის გონებაგაფანტულობა ან პედაგოგის არასწორი მიდგომა. მათემატიკა იმ დისციპლინების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის შესასწავლად ბევრი შრომაა საჭირო, ამასთან ითვლება, რომ ამ ზუსტი მეცნიერების კარგად ცოდნა სხვა ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში გიწყობთ ხელს.

რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, მათემატიკური უნარების დახვეწაში მობილური აპლიკაციებიც შეიძლება დაგეხმაროთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი თამაშების რამდენიმე ტიპი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოტვირთოთ:

1. ინტუიციური თამაშები (Make Me Ten)

არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დაფუძნებულია ობიექტების რაოდენობის მიახლოებულ დათვლაზე. მსგავსი თამაშები ბავშვს რიცხვებთან ურთიერთობას უმარტივებს. მოთამაშემ შესაძლოა, პირველივე ცდაზე ვერ გამოიცნოს სწორი პასუხი. ასეთ დროს კი იგი ეჩვევა მოსალოდნელ მარცხს, იწყებს გაანალიზებას და ცდილობს საკუთარ თავთან მსჯელობით მიაგნოს სწორ პასუხს.

2. ინტელექტუალური თამაშები (Mind Resolve)

ჭადრაკი ინტუიციური და ინტელექტუალური თამაშია, რომელიც მოზარდის გონებას ავარჯიშებს. მოთამაშემ წინასწარ არ იცის თუ რომელი სვლა იქნება უმჯობესი. ვარაუდზე დამყარებული ასეთი თამაშები ბავშვს აზროვნებას ასწავლის და წინასწარ განსჯის უნარს უყალიბებს.

3. სიჩქარეზე დამყარებული თამაშები ( FAST FACTOR FREE)

მოზარდს ეხმარება გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღებაში.

4. რიცხვებთან თამაში (Math Master)

სუდუკო და მსგავსი თავსატეხები მოზარდს რიცხვებთან ურთიერთობას აჩვევს

საბაზისო ცოდნა აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი მხოლოდ დაზეპირებული აქსიომების და თეორიების იმედად უნდა იყოს. ეს ახშობს მის შემოქმედებითობას და აზროვნების უნარს.

მოსწავლეთა ორ ჯგუფთან ჩატარდა კვლევაც. პირველი ჯგუფი ინტუიციური მეთოდებით მუშაობდა, მეორე კი მკაცრად განსაზღვრულლი ფორმულებით. აღმოჩნდა რომ პირველმა ჯგუფმა 25- %-ით უკეთესი შედეგები აჩევნა.

მსგავსი თემები:

18 მობილური აპლიკაცია უცხო ენის შესასწავლად

20 საგანმანათლებლო არხი YouTube-ზე

11 რესურსი უფასო განათლებისათვის

YouTube-ის 15 არხი ინგლისურის შესასწავლად

წყარო: edsys.in

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური