GE

„მოდი, მასწავლებლებმა, გავაოცოთ, დღეს, საქართველო“ – მასწავლებლის მოწოდება კოლეგებს

„მოდი, მასწავლებლებმა, გავაოცოთ, დღეს, საქართველო“ – წერს დღეს, მასწავლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში განათლების დარგის ტრენერი, მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე და კოლეგებს ორი ქმედებისკენ მოუწოდებს:

პირველი: დავურეკოთ ჩვენს მასწავლებლებს (თუ ცოცხლები არიან, რასაკვირველია), განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა, სქესისა, სოციალური მდგომარეობისა, წყენისა, ტკივილისა და ვუთხრათ, რა გვიყვარდა და გვიყვარს მათში…

თუ ცოცხლები არ არიან, ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს, რომ მადლობას ვუხდით ნებისმიერი გაკვეთილისთვის, რომლითაც გვასწავლა!

და მეორე: დავურეკოთ ჩვენს მოსწავლეებს და/ან მშობლებს და დავუფიქსიროთ ჩვენი დადებითი ემოცია შვილის/შვილების შესახებ, – განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა, სქესისა, სოციალური მდგომარეობისა, წყენისა, ტკივილისა, ბრაზისა, გადაკიდებისა…

რეკომენდაცია: ორსავე შემთხვევაში, ყველაზე რთულად ვისთანაც გვაქვს საქმე, იმასთან სჯობს… ის სასიამოვნოდ გაოცდება და ჩვენ ბოღმისგან გავთავისუფლდებით.

p.s. როცა ამ დღეს, ან სწავლის დაწყებას, ან მასწავლებელთან დაკავშირებული რაიმე დღესასწაულს მილოცავენ, სულ მგონია, რომ მე კი არა, ვიღაც სხვას ეკუთვნის, – უფრო გამრჯეს, უფრო მასწავლებელს, უფრო დამაშვრალს, უფრო უფრო უფროს…
თქვენს დღეს გილოცავთ, კოლეგებო!

ასევე იხილეთ:

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური