მოსწავლეები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას „სუპერგმირულ“ პოზას უმადლიან
გამოცდის წინ პორტსმუთის „მფრინავი ბულის აკადემიის“ მასწავლებლებმა მოსწავლეებს კონცენტრაციის მოსაკრებად არაორდინალური რამ შესთავაზეს.
მათ პედაგოგმა სთხოვა, ფეხზე წამომდგარიყვნენ და ე.წ. „სუპერგმირული“ პოზა მიეღოთ, რომელიც დოინჯების გაკეთებას და მაღლა აპყრობილ მზერას გულისხმობს. მოსწავლეთა თქმით, ეს მათ განტვირთვაში, კონცენტრირებასა და თვითრწმენის დაბრუნებაში დაეხმარა.
„დაჟინებით უყურებ ერთ წერტილს მაღლა და ეს პოზიტივით გავსებს. ამის შემდეგ უფრო უკეთეს ქულას იღებ“,- ამბობს მოსწავლე.
ეს ერთი შეხედვით შეიძლება სულელურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ პოლიტიკოსების ფოტოებს გადაავლებთ თვალს, მსგავს „სუპერგმირულ“ პოზებს შენიშნავთ.
განსაცვიფრებელი ფოტოები ჩინეთის სტრესული მისაღები გამოცდებიდან
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: BBC
- როგორ გავააქტიუროთ მოსწავლეები ზამთრის არდადეგებამდე – „დრო, როცა მასწავლებელიც მზადაა სახლში გასაქცევად“ by სამკითხველო
- რატომ არის აუცილებელი ბავშვს ხელით წერა ვასწავლოთ და არა კლავიატურით? ტოპ 5 მიზეზი by სამკითხველო
- ჩინური სკოლის 10 თავისებურება და მოსწავლის აღზრდის მკაცრი მეთოდები by სამკითხველო