GE
მოსწავლეების თხოვნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი იწყებს არაფორმალური განათლების ონლაინ კვირეულს

11 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მოსწავლეების თხოვნით, იწყებს არაფორმალური განათლების ონლაინ კვირეულს.

კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მისცეს თვითგანვითარების, დამატებითი ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა. დაეხმაროს მათ წარმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, დასვან შეკითხვები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან მიიღონ კომპეტენტური პასუხები.

არაფორმალური განათლების კვირეული გაიმართება 11-16 იანვარს, ყოველდღე, 15:00 საათზე.

მონაწილეობისათვის ვიწვევთ მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებს.

“კვირეულის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით განვიხილავთ: საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკისა და ეტიკეტის საკითხებს. თქვენ გელით საინტერესო საქმიანი თამაშები, პოლემიკის ოსტატობის, ემოციების მართვისა და ეტიკეტის გაკვეთილები, იმიტირებული პრესკონფერენცია.

მოსწავლეები რეგისტრაციის შემდეგ მიიღებენ ბმულს, რომლითაც შეძლებენ ჩაერთონ კვირეულის პროგრამაში.

შემოგვიერთდით, გამოიყენეთ უქმე დღეები გონივრულად და გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ”, – აღნიშნეს უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი