GE

მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სამოქალაქო განათლების სწავლებაში სექტემბრიდან სიახლეები დაინერგება – დეტალები

2021-2022 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში, სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში სიახლეები განხორციელდება.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ყველა კლასში, სადაც აღნიშნული საგანი ისწავლება მასწავლებლი ვალდებული იქნება, რომ მოსწავლეებთან ერთად ერთი პროექტი მაინც განახორციელოს.

,,მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სწორედ იმას ემსახურება, რომ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეეძლოთ. ამიტომ, პროექტული სწავლება ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გადაწყვეტილია, რომ სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში მასწავლებლის მიერ ერთი პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს. თუ ამისთვის მასწავლებელს დასჭირდება დამატებითი საათები, მისი შრომაც შესაბამისად ანაზღაურდება”, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმს, რითაც პროექტი და შესაბამისად მოსწავლეები შეფასდებიან, EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, მუშავდება სახელმძღვანელო სკოლებისთვის, რომლის გრიფირებაც შემოდგომაზე უნდა განხორციელდეს. ამავე სახლემძღვანელოში იქნება მოცემული პროექტები და შეფასების კრიტერიუმები.

რას ისწავლიან სკოლებში პარლამენტარიზმის სახელმძღვანელოთი – დეტალებზე წიგნის ავტორი საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური