GE
მოსწავლეებისთვის „ევროპის უნივერსიტეტი“ და საფრანგეთის საელჩო ესეების კონკურსს აცხადებენ

“ევროპის უნივერსიტეტი” და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, აცხადებენ ესსეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დღეს “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ტალიაშვილის და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მედიასთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მოსწავლეებს.

აღნიშნული კონკურსი, პანდემიის გათვალისწინებით, ჩატარდება ონლაინ, რაც შეეხება დეტალებს უკვე კონკურისს შესახებ, როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, როგორ მოხდება მათი დაჯილდოება და ა.შ., ეს ყველაფერი საჯაროდ გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე”, – განაცხადა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, “ევროპის უნივერსიტეტთან” ერთად გამოცხადებულ ესსების კონსკურსში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღეს “ევროპის უნივერსიტეტში”. ჩვენ ამ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. 2017 წელს ამ უნივერსიტეტთან ერთად დავესწარით სტრასბურგის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ სწავლებას საერთაშორისო სამართალში, შარშან ასევე, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გამოვეცით პირველი იურიდიული ლექსიკონი და რა თქმა უნდა, წელსაც ვაგრძელებთ ამ თანამშროლობას, წლევანდელი თანამშრომლობა აისახება კონკურსში, რომელსაც ერთად ვაცხადებთ. ესეების კონკურსის ფარგლებში, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოხატონ თავიანთი აზრი თემაზე: „საქართველს ევროპული მომავალი“.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებით, ხოლო, საფრანგეთის საელჩოს რჩეული კონკურსანტი, ერთ დღეს საელჩოში გაატარებს.
მოხარულები ვართ კონკურსის ფარგლებში უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

გამარჯვებული, 2021 წლის 9 მაისს, ევროპის დღეს გამოვლინდება და იმედი მაქვს, რომ პანდემია საშუალებას მოგვცემს პრიზების გადაცემის ცერემონიალი რეზიდენციაში ჩავატაროთ.

მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის დღე დაფუძნდა 1950 წლის, 9 მაისს, როდესაც რობერტ შუმანმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, წინადადება წამოაყენა, რომ დაეფუძნებინათ ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანდება, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ევროპისა და ევროკავშირის აღმშენებლობას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მოხარული ვარ, ევროპის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობით“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

კონკურსი ჩატარდება პირველ მარტს, უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი მეთვალყურეების თანდასწრებით. ესსეს სახელწოდებები მოსწავლეებს გამოეცხადებათ კონკურსის დღეს.

შედგება სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მინიმუმ 3 წევრისაგან, სადაც, ერთი წევრი აუცილებლად იქნება გარე შემფასებელი.

კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან I, II, III ადგილებზე გასული მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ დაწესებული პრიზებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა “ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სერტიფიკატი.

I ადგილი – ელექტრო სკუტერი (ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის)
II ადგილი – ლეპტოპი (სწავლის ხელშეწყობისთვის)
III ადგილი – ფოტოაპარატი (ევროპის აღმოსაჩენად)

საფრანგეთის საელჩოს ფავორიტი კონკურსანტი დაჯილდოვდება საელჩოში გატარებული ერთი დღით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ევროპის უნივერსიტეტი