GE

მოსწავლეებმა 53 ტონა მაკულატურა შეაგროვეს

სკოლის მოსწავლეებმა 53 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს და კომპანიებს გადასამუშავებლად გადასცეს პროექტი CENN, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარაში, შიდა ქართლში და თბილისში განხორციელდა და მასში 135 სხვადასხვა სკოლა იყო ჩართული. პროექტის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ასევე ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების ხელშეწყობა იყო.

135 სკოლიდან, შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, 7 გამარჯვებული სკოლა გამოავლინეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური