GE

მოსწავლეებს ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება ონლაინ შეუძლიათ – სპეციალური ვებგვერდი სრულად ამოქმედდა

საქართველოს სკოლის მოსწავლეები ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუზუსტეს, პლათფორმით სარგებლობა შეეძლებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეებსაც.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი – befriend.mes.gov.ge – დღეიდან სრულად ამოქმედდა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს.

,,ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 18 ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციაში.

ვებგვერდი აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, უკვე დღეიდან მისი მოხმარება სამუშაო დღეებში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ასევე იხილეთ:

ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური