GE

„მოსწავლეებში პირბადის გამოყენებაზე საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო და მომხრე ვარ იყოს პირველი კლასიდან“

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებში პირბადის სწორი გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც მშობლის, ისე მასწავლებლის მხრიდან მიზნობრივი სამუშაოები გატარდეს.

სპეციალისტი ამბობს, ის მხარს უჭერს პირბადის პირველივე კლასიდან ტარების აუცილებლობას.

„პირბადესთან მიმართებაში მე მაქვს ცალსახა პოზიცია, რომელსაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი სკოლის ასაკის მოწაფე რომელიც საქართველოში არის და ესაა 6 წელი და ზემოთ, მათ ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ სწორად გამოიყენონ პირბადე, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის და უწყვეტი განათლების მიღწევისთვის ეს აუცილებელია.

„ნებისმიერი ცივილური ქვეყანა, რასაკვირველია ცდილობს, რომ გარდა ამ მექანიზმებისა, რომელიც არის დეზო-ბარიერი, თუ ტემპერატურის გაზომვა და ხელის დეზინფექცია, სკოლის გახსნის რეგულაცია იყოს ასე ვთქვათ ძალიან მოქნილი და მიზნობრივი. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს თუ ვიტყვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქ პირდაპირ მოუწოდებს, რომ დაწყებით სკოლაში პედაგოგებმა და მშობლებმა ბევრი სამუშაოები გაატარონ და ბავშვებს აუხსნან, თუ რა ღირებულება აქვს პირბადეს, მისი თანატოლები და კუმირები ანახონ და ვიდეოებით გააცნონ როგორ უნდა იხმარონ ეს პირბადე, ანუ საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო.

„თუ ეს რისკია, ბავშვი ვერ აკეთებს. ასევე არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ქცევითი თავისებურება, არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. შეიძლება, ასეთი ბავშვების შემთხვევაში, ჩვენთან არჩევანია და რისკის წინაშე არ დავაყენოთ და ვუთხრათ, რომ თქვენთვის მისაღებია ონლაინ სწავლება. ამიტომ, უნდა იყოს ძალიან სწორი, ძალიან ორგანიზებული და მეცნიერულად დასაბუთებული. მე მომხრე ვარ, რომ დასაწყისი კლასიდანვე იყოს პირბადის ტარება ჩვენს სკოლებში“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.

„მშობლებმა უნდა გამოატანონ შვილებს პირბადე“ – მე-5 კლასიდან პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური