GE

მოსწავლეთა წლობით დაგვიანებული ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა ამ შემოდგომაზე განხორციელდება – ახალი დეტალები

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ წარჩინებული ყოფილი მოსწავლეეებისთვის განკუთვნილ ჯილდოს, ოქროსა და ვერცხლის მედლებს სამი წლის კურსდამთავრებულები დღემდე ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადასცემოდათ, თუმცა პროცესი ისევ შეფერხდა.

ყოფილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების სასიხარულოდ, EDU.ARIS.GE-მ 24 სექტემბერს გაარკვია, რომ მედლების გადაცემის პროცესი სულ მალე უნდა დაიწყოს.

განათლების სამინისტროს შესაბამისი განყოფილების წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შესყიდვები დასრულებულია, და ამ მომენტისთვის დაწყებულია მედლების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ იმის თქმა ზუსტად როდის დაიწყება გადაცემის პროცესი, გვიპასუხეს, რომ კუთვნილი მედალი ყველა მოსწავლეს ერთდროულად ვერ გადაეცემა, რადგან დაჯილდოებულთა ნაწილს რესურსცენტრიდან ან სკოლიდან პროცესის დასაწყისშივე დაურეკავენ, ხოლო მეორე ნაწილმა შესაძლოა ნოემბრის თვეში მიიღოს, თუმცა გადაცემა შემოდგომაზე მოესწრება.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა წლებია ხორციელდება. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

ასევე იხილეთ:

2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური