GE

„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ განათლების მინისტრმა შეხვედრების ციკლი დაიწყო

უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ დაიწყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მხრიდან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, რათა მსჯელობის, თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე სკოლა და გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, კიდევ უფრო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.

პროექტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი გუშინ თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვია და თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე,  როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად.

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. მათი აზრით, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, რომ ბულინგის გამოვლენა და დახმარების თხოვნა  სირცხვილი არ არის, პირიქით, დროული რეაგირებისთვის, აუცილებელია. მინისტრისაგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ დაურიგდებათ სპეციალური მასალები, თუ როგორი ქცევა მიიჩნევა ბულინგად და რა რეაგირებაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მთელი რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. გაძლიერდება ფსიქოლოგიური ცენტრები და დაიხვეწება რეაგირების მექანიზმების. მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშვები, ვის მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობებია მიმართული.

პრემიერის თხოვნა განათლების მინისტრს – გავააქტიუროთ საუბრები ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ დასკვნები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური