GE

მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სახლმა სპეციალური ტრენინგ-კურსი აამოქმედა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, იმ მასწავლებლებისთვის, რომელთა სკოლებშიც ირიცხებიან მიუსაფარი და სოციალურად მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები ახალი ტრენინგ-კურსი აამოქმედა.

ტრენინგ-კურსი „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მას პირველ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადის.

პილოტის შეფასების შემდეგ ცენტრის ინკლუზიური განთლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს იგეგმება ტრენინგ-კურსის გაგრძელება შესაბამისი საჭიროების მქონე მასწავლებლებისთვის.

სატრენინგო მოდული განათლების და მეცნიერების სამინისტროს „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური