GE

მოზარდები, რომლებიც ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ, ავარიის შედეგად დაშავდნენ

ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა,მათგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.

ერთ-ერთი  მოზარდის ბებია ზოია მატუა ამბობს, რომ დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, რომელიც თბილისში წაიყვანეს სამკურნალოდ, მძიმეა. მისივე თქმით, სწორედ ეს ახალგაზრდა მართავდა მანქანას, რომელიც ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავარიაში მოჰყვა.

„ჩემს შვილიშვილს გატეხილი აქვს, ყბა, ცხვირი, მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი და ბარძაყი. როგორც ვიცი, თავის ტვინი და გულ-მკერდი არ არის დზიანებული. ის მკურნალობას აქ, ზუგდიდის საავადმყოფოში გადის. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ელენთა ამოუღეს. კიდევ ერთს მძიმე დაბეჟილობა აქვს. როგორც მითხრეს, აქ მოთავსებულთაგან 6-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოსაშვები ბოლო ზარი 20 მაისს ჰქონდათ და ამისთვის ემზადებოდნენ, მანამდე კი გასართობად ანაკლიაში წასულან და მოხდა ეს შეემთხვათ. კლასელები იყვნენ“, – განაცხადა ზოია მატუამ.

ექიმ ირმა წაქაძის განცხადებით, პაციენტი, 18 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან თბილისის საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმული დაზიანებით შეიყვანეს და ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ჩატარებული კვლევებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარდა თავისა და გულმკერდის ტომოგრაფიული კვლევა. ასევე გულმკერდის რენდგენოგრამა. მდგომარეობა გადმოყვანის შემდეგ უცვლელია”,- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ავარიისას დაშავებულ დანარჩენ მოზარდებს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილების უფროსის, მაია ესებუასინფორმაციით ზუგდიდის საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული რვა მოზარდი შეიყვანეს. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში გადავარდა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური