GE

მოზარდების 87% ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეორე კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად კი 6-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ინტერნეტით 87,3 პროცენტმა ისარგებლა.

საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 69.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 96.2 პროცენტს შეადგენს.

ამავე მონაცემების თანახმად მოზარდებში (6-დან 14 წლამდე) კომპიუტერის გამოყენების სიხშირემ 80 პროცენტი შეადგინა, ხოლო მობილურს ამ ასაკობრივ კატეგორიაში 50 პროცენტი ფლობს.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 4.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 88.8 და 78.9 პროცენტი შეადგინა”, – ვკითხულობთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური