GE

მოზარდების ძალადობრივი ვიდეოს გავრცელებას განათლების სამინისტრო ეხმაურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელიც  YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა.

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება.  მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც  არასრულწლოვანებთან ისე, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.  მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური.

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის  კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნულია უძყების განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური