GE

მშობლები რუსთავის სკოლიდან იმ მოსწავლის გადაყვანას მოითხოვენ, რომელსაც პედაგოგი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მშობლები მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, მე-6 კლასელი მოსწავლე საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ.

ბრალდებებს უარყოფს მეექვსე კლასელის დედა და ამბობს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

სკოლის შენობა უკვე დატოვა მეექვსე კლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხეჩიკაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. სკოლაში იმყოფებიან რუსთავის მერიის წარმომადგენლებიც.

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლე გოგონას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური