GE

მსოფლიოს ულამაზესი სკოლები – ისურვებდით, თქვენი სკოლა რომელიმე მათგანს ჰგავდეს?

ანუკი წიწილაშვილი

ჩემი ბავშვობის სკოლა, როგორც ქვეყანა, რუხი და მონაცრისფრო იყო, ბავშვების და ჩემი აზროვნების ფერად სამყაროსთან სრულიად შეუსაბამო. იშვიათად, ტელევიზორში თუ მოვკრავდი თვალს საზღვარგარეთის სკოლებს და დედაჩემთან წავიწუწუნებდი, ასეთ სკოლაში რომ ვსწავლობდე,  „ძაან მაგარი ვიქნებოდი მეთქი!“ დედა, როგორც ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით მპასუხობდა: „სწავლა თუ გინდა, ყველგან ისწავლიო!“ მართალია, დედის სიტყვა კანონი იყო, მაგრამ ჩუმად მაინც ვეწინააღმდეგებოდი.

მახსოვს, მე-8 კლასში ვიყავი, როცა საჩხერის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ საგნობრივ ტურში მივიღე მონაწილეობა, სკოლა ამერიკელების დაფინანსებით იყო გარემონტებული და შთაბეჭდილებიდან ძალიან დიდხანს ვერ გამოვდიოდი. „აი, მე რომ ასეთ სკოლაში ვსწავლობდე“… ასე იწყებოდა ამის შემდეგ დედაჩემთან სკოლის შესახებ ჩემი დიალოგი.

შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა ჩემს სკოლასა და თბილისის პირველ გიმნაზიას შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა და მართლა მუზეუმივით დაგვათვალიერებინეს თბილისის პირველი გიმნაზია.

ჩემი პატარა ისტორიის გაზიარება კი იმიტომ გადავწყვიტე თქვენთვის, რომ ინტერნეტში მსოფლიოს ულამაზესი სკოლების ფოტოებს გადავაწყდი და მომინდა EDU.ARIS.GE მკითხველისთვისაც გამეზიარებინა და დიახ, ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა გარემოს, სადაც ბავშვები პიროვნებებად და საზოგადოების წევრებად უნდა ჩამოყალიბდნენ.

საგაზაფხულო სკოლა, ინდიანაში, ამერიკა, ალაბამას შტატი

ტოჰო გაკუენის მუსიკალური სკოლა ტოკიოში

ტოკიოს უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლა

შუნდის დაწყებითი სკოლა, გუანდგონის პროვინცია, ჩინეთი

გიმნაზია, კოპენჰაგენი, დანია

ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სინგაპური

ფუჯის საბავშვო ბაღი, იაპონია

პროფესიული სკოლა, კამბოჯა

აივი ბუდის საერთაშორისო სკოლა, ტაილანდი

კოლასკოლონის სკოლა, შვედეთი

პენლეგის და ესენტონის გრამატიკის სკოლა

TAC SEV ახალი კამპუსი, თურქეთი

მელბურნის დიზაინის სკოლა, ავსტრალია

ოას საბავშვო ბაღი, იაპონია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური