GE

მთავრობა ონლაინ კაზინოებში მოთამაშე ახალგაზრდების ასაკობრივ ბარიერს აწევს – პრემიერის ინიციატივა

საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სოციალური პროგრამების გაძლიერებს შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ინიციატივა ახალგაზრდების მიერ ონლაინ კაზინოების გამოყენების შეზღუდვასაც შეეხო.

კერძოდ, საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოებში მოთამაშეთა ასაკობრივ ბარიერის აწევას გეგმავს.

“ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოებში. 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი, რომელსაც უკვე აქვს ხედვა, წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები აიკრძალოს რეკლამა და ასევე, 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი, საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური