GE

მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ჩემპიონატზე გორის უნივერსიტეტის გუნდმა ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა

2022 წლის მაის-ივნისში მიმდინარეობდა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი – „სიცილის ლიგა“.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მაშტაბით 17 სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ქალაქის გუნდი. მათ შორის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “კეხურა”, რომელმაც წარმატებით გადალახა ყველა ეტაპი და გავიდა ფინალში. საბოლოოდ კი „კეხურამ“ 2022 წლის „სიცილის ლიგის“ ვიცეჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

გორის უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ „კეხურას“ ვიცეჩემპიონობას, ხოლო გუნდს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გორის უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ტვ „იმედის“ ტელეწამყვან გიორგი გასვიანს და ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ნინო ოძელაშვილს გაწეული დახმარებისა და გულშემატკივრობისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური