GE

მზის ელექტროსადგურები ხარაგაულის საბავშვო ბაღებში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი საბავშვო ბაღი, (ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის) ალტერნატიული ენერგიის მომხმარებელი გახდა. სკოლამდელი  დაწესებულებების შენობებში 30 კვტ-იანი, ქსელში ჩართული, მზის მიკრო ელექტროსადგურები დაამონტაჟეს.პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია„ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ინიციატივით განხორციელდა.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, გაერთიანება ყოველწლიურად 25 000 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს, მზის ელექტროსადგური კი ამ ხარჯს 15 ათას ლარამდე შეამცირებს.

პროექტი ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ფარგლებში. პროექტის ინიციატორების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც საბავშვო ბაღები მზის ენერგიას მოიხმარენ და იმედი აქვთ რომ ამ ინიციატივას სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური