NASA-ს მარშალის ცენტრის ასტრობიოლოგის, რიჩარდ ჰუვერის საჯარო ლექცია
28 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პროფესორ რიჩარდ ჰუვერის (NASA) საჯარო ლექცია „ასტრობიოლოგია: მიკროფოსილების კვლევა მეტეორიტებში “.
პროფესორი ჰუვერი იკვლევს მეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებს და სხვა ციურ სხეულებს ასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში.
პროფესორი ჰუვერი 15 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. არის მრავალი სამეცნიერო წიგნისა და სტატიის ავტორი.
პროფესორი ჰუვერი ამჟამად სამუშაო ვიზიტით იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ირაკლი სიმონიასთან.
დრო: 28 სექტემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: T 102 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.
- „გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან“ – ილიაუნის კანცლერის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო დობორჯგინიძე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკას იხსენებს (ვიდეო) by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნელი თაკო წულაიას Erasmus+ თავგადასავალი by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი