GE

ნასას მეცნიერებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი – ჩვენ კრეატიულ გენიოსებად ვიბადებით, თუმცა სასკოლო სისტემა ჩვენში კრეატიულობას კლავს

დოქტორი ჯორჯ ლენდის გამოსვლა ბომბის ჩამოვარდნას ჰგავდა, როცა მან აუდიტორიას ნასას მეცნიერებზე ჩატარებული კრეატიულობის შესაფასებელი ტესტის შედეგები გაუმხილა. შემდეგ იგივე ტესტით სკოლის მოსწავლეები შეფასდნენ და პასუხები აქაც გასაოცარი იყო, თუმცა უკუეფექტით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – ნასა კრეატორ ჯორჯ ლენდსა და განათლების მკვლევარ ბეტ ჯერმანს დაუკავშრდა, რათა შეემუშავებინათ სპეციალური ტესტი, რომელიც ნასას რაკეტების მეცნიერებისა და ინჟინრების შემოქმედებითობის უნარებს ზუსტად შეაფასებდა.

ტესტმა კვლევის იმჟამინდელ ობიექტებზე წარმოუდგენლად კარგი შედეგი აჩვენა. მეცნიერებს გაუჩნდათ შეკითხვები: საიდან მოდის კრეატიულობა, ადამიანი ამ უნარებით იბადება თუ გამომუშავებადია?

ამ კითხვებზე პასუხების ძებნაში, მეცნიერებმა ტესტები, რომლებიც განსხვავებული და ინოვაციური იდეების გენერირების შესაძლებლობებს ამოწმებდა, 4-5 წლის 1 600 ბავშვზე ჩაატარეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბავშვების 98%-მა ექსპერიმენტი წარმატებით ჩააბარა.

მეცნიერების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და მათ ექსპერიმენტი 5 წლის შემდეგ, როცა ბავშვები 10 წლისანი იყვნენ, კვლავ გაიმეორეს. შედეგი კი განმაცვიფრებელი აღმოჩნდა, რადგან ტესტი მხოლოდ 30%-მა ჩააბარა. 5 წლის შემდეგ კი შედეგები კიდევ უფრო გაუარესდა და ეს მაჩვენებელი 12%-მდე შემცირდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი 2%-მდე დაიწია.

დასკვნა კი ასეთია – სასკოლო სისტემა ჩვენში კრეატიულობას კლავს.

ლენდის თქმით, ჩვენ გვაქვს შანსი შევინარჩუნოთ საწყისი 98%. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ტვინში ორი სახის აზროვნება არსებობს, რომლებიც თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის მიერ კონტროლდება. ერთს პირობითად ეწოდება განსხვავებული (გადახრილი), რომელიც წარმოსახვის უნარზეა პასუხისმგებელი. მეორეს – კონვერგენციური, რაც გადაწყვეტილების მიღებასა და შეფასებების გაკეთებაში გვეხმარება. პირველი მათგანი მოქმედებს, როგორც ამაჩქარებელი და თანდაყოლილია. ლენდის თქმით, ჩვენ შეგვიძლია, ბავშვებს ორივე მათგანის ერთდროულად გამოყენება ვასწავლოთ.

“როდესაც მსჯელობის დროს ტვინის ფუნქციონირებას ვაკვირდებით, ვამჩნევთ, რომ ნეირონები ერთმანეთს ებრძვიან და ტვინის ეფექტურად მუშაობის ხარისხი იკლებს, მაგრამ როდესაც შემოქმედებითად ვაზროვნებთ, ტვინი უბრალოდ ანათებს.

სადაა გამოსავალი?

აიღეთ უბრალო ჩანგალი, გააცოცხლეთ თქვენში 5 წლის ბავშვი და ჩამოწერეთ 20-25 იდეა იმისა, თუ როგორ გააუმჯობესოთ ის. მუდმივად იმუშავეთ ახალ იდეებზე, თუნდაც უმნიშვნელო რამეებზე.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: ideapod

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მარიამ ელიაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი