GE

ნატო-ს სამიტი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლები “ევროპის უნივერსიტეტში”

ნატო-ს მადრიდის სამიტი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის უსაფრთხოება – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც “ევროპის უნივერსიტეტში” მყოფი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე საუბრობენ.

საჯარო ლექცია, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ესწრებიან, უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

ლექციას JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის ლიდერი, ვიცე-პოლკოვნიკი პერ-ივარ პედერსენი (ნორვეგია) და ამავე ჯგუფის წევრი, კაპიტანი ჯეკ ბეკეტი (დიდი ბრიტანეთი) წაიკითხავენ.

აღსანიშნავია, რომ ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტია, რომელიც მადრიდში დღეს იწყება.

ამ კონტექსტში საუბარი შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივას და სამიტის მოლოდინებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური