GE

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – ფოტოკონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის – #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge

ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:

I ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 800-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

II ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 400-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

III ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ 300-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური