ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე.
მიიღებიან:
- უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი;
- უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
- უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
- სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა – 50.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 4 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.
კურსზე მისაღები კანდიდატებისთვის მისაღები გამოცდები (ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური შერჩევა) ჩატარდება 2021 წლის 1 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია