GE

„ოპტიმიზაციის მიზანია მთავრობა იყოს მოქნილი და ეფექტური“ – მიხეილ ჩხენკელი

მცირე მთავრობის კონცეფცია არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის; გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც სტრუქტურასთან, ასევე კადრებთან დაკავშირებით – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები სიტყვით გამოდიან.

კითხვაზე მოხდება თუ არა მისი სამინისტროს შერწყმა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მოიაზრება თუ არა ის მთავრობის საბოლოო შემადგენლობაში, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. “მიმდინარეობს კონსულტაციები, ზოგადად მთავრობის ოპტიმიზაციის კუთხით, რამეთუ მიზანი არის მთავრობა იყოს მოქნილი და ეფექტური. ბევრი საკითხი იხილება ჯგუფში”, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მან ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებასთან დაკავშირებით, განათლება ქვეყნის პრიორიტეტი რომ გახდება და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიცია განათლებაში.

“პრემიერობის კანდიდატმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა. ხაზგასმით აღნიშნა რომ მეტი ინვესტიცია განათლებაში ეს არის მნიშვნელოვანი დარგისთვის და ქვეყნისთვის. ჩემი აზრითაც, ყველაზე მთავარი ინვესტიცია არის განათლებაში”, – აღნიშნა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა მცირდება და საქართველოში 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება. თუმცა რომელ სამინისტროებს შეეხებათ ცვლილებები ჯერ ცნობილი არ არის.

ახალი პრემიერი განათლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური