GE

ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი აბიტურიენტები კსუ-ში ფასდაკლებით ისწავლიან

ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი აბიტურიენტები, რომლებიც რეგისტრაციისას უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ან მეორე ნომრად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მონიშნავენ, ჩარიცხვის შემთხვევაში, შეღავათით ისარგებლებენ.

კსუ-ის უნივერსიტეტი შემოთავაზება აბიტურიენტებს:

  • ოქროს მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება;
  • ვერცხლის მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2250 ლარით განისაზღვრება.
  • ოქროსა და ვერცხლის მფლობელი აბიტურიენტები, მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში, 2000 ლარად ისწავლიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური